კომპანიის შესახებ

ბილაინი საქართველოს მეშვეობით პირველი მობილური ზარი 2007 წლის 15 მარტს  განხორციელდა. მას შემდეგ კომპანია დინამიურად ვითარდება და სადღეისოდ მის 1.3 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz უსადენო მომსახურებით. ბილაინი საქართველო ასევე წარმოადგენს პერსონალური ინტერნეტპლატფორმა VEON-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში.

ბილაინი საქართველო შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (ნიუ იორკი) და Euronext-ის (ამსტერდამი) საფონდო ბირჟებზე. VEON-ი მის 240 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას.

ბილაინი საქართველოს მიზანია, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით მომხმარებელს გაუხსნას გზა ციფრულ სფეროში და გაუმარტივოს ორიენტაცია ამ სულ უფრო სწრაფად განვითარებად სამყაროში. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი  პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომლებიც რეალურად დაეხმარებათ ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების მიღწევაში.