ბილაინის მობილური აპლიკაციის MyBeeline-ის მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებით Happy Day

თბილისი, 9 ნოემბერი, 2018 – მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის აპლიკაცია MyBeeline-ის მომხმარებლებისთვის იწყებს ახალ ტრადიციას - Happy Day. Happy Day-ს ფარგლებში ბილაინის მომხმარებლები სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით. Happy Day-ს შეთავაზება პერიოდულად და დაუანონსებლად ჩნდება MyBeeline აპლიკაციაში.  შეთავაზების არსებობის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იგებს ბილაინის ფეისბუკის გვერდიდან, SMS-ითა და ვებგვერდის www.beeline.ge მეშვეობით, უშუალოდ Happy Day-ს დღეს, ხოლო შეთავაზების სრულად ნახვა მხოლოდ MyBeeline აპლიკაციითაა შესაძლებელი.

 

ბილაინის პირველი Happy Day  8 ნოემბერს გამოჩნდა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეეძინათ iPhone XS 64 GB მხოლოდ 2499 ლარად, ნაცვლად 3499 ლარისა და საჩუქრად მიეღოთ 64GB ბილაინის მობილური ინტერნეტი ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში. ხსენებულ შეთავაზებას ბილაინის მომხმარებლები დიდი მოწონებით გამოეხმაურენ და გამოცხადებიდან 2 საათში ყველა სმარტფონი გაიყიდა.