„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და „ვიონი საქართველოს“ შორის სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი, 14 ნოემბერი, 2018 – სსიპ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ (სტუ) და მობილურ ოპერატორს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შორის, სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.

 

ხსენებული მემორანდუმის მიზანია  სტუ-ს სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა. თანამშრომლობის ფარგლებში  შესაძლებელია ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების მოწყობა, ისევე როგორც სემესტრალური პრაქტიკისა და სტაჟირების ორგანიზება.