ბილაინის მობილური აპლიკაციით MyBeeline მომხმარებელს სხვა მომხმარებლისთვის თანხის გადარიცხვა შეუძლია

თბილისი, 23 იანვარი, 2019 – მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline-ი კიდევ უფრო მოქნილი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებელს აპლიკაციით შეუძლია თანხის გადარიცხვა ბილაინის სხვა მომხმარებელთან, თითის ერთი დაჭერით. საკუთარი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის მომხმარებელს აღარ ჭირდება ე.წ. USSD კოდის დამახსოვრება. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ბილაინის ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ისე როუმინგის დაფარვის ზონაში. 

 

2018 წლის განმავლობაში  MyBeeline აპლიკაციის განახლება რამდენჯერმე მოხდა და ის მეტად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. აპლიკაცია უკვე არჩევს ფიზიკურ პირსა და კორპორატიულ კლიენტს და უკანასკნელს განსხვავებულ ინტერფეისს აჩვენებს, სადაც მომხმარებელი ხედავს მისი კორპორატიული ტარიფის ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა პაკეტსა და მომსახურებას. აპლიკაციის განახლების შედეგად ბილაინის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ: მიიღონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პერსონალური შეთავაზებები, როგორებიცაა ბონუსი ბალანსის შევსებაზე, ფასდაკლება და ბონუსი ინტერნეტპაკეტის აქტივაციაზე, ან სპეციალური სატარიფო გეგმა და სხვა.

 

MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას და შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურებების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და, სურვილის შემთხვევაში, საბანკო ბარათის მონაცემებიც შეინახოს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ისე Windows Mobile -ზე.

 

MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/