თბილისში, გორგასლის #39-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

თბილისში, გორგასლის #39-ში  ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

 თბილისი, 25 იანვარი, 2019 – მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა, ორთაჭალაში, გორგასლის #39-ში ახალი მაღაზია გახსნა. მაღაზია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

 

მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სიმ ბარათების შეძენა, სასურველი პაკეტების გააქტიურება და სხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

 

ხსენებული და სხვა მომსახურების მიღება, მომხმარებლებს შეუძლიათ ბილაინის 36 მაღაზიაში  საქართველოს მასშტაბით.