ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბილაინი აბონენტებს მომსახურების ახალ პაკეტს სთავაზობს

 

 

2 ივლისი, 2019 - ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლებს ახალ საზაფხულო პაკეტს სთავაზობს, რომელიც სრულადაა მორგებული საქართველოში დასვენების მსურველების საჭიროებებს. შეთავაზება „ზაფხულის მიქსის“ ღირებულება სულ 5 ლარია და მოიცავს სხვადასხვა სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას:

 

  • ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში
  • 100 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან
  • ულიმიტო SMS
  • 2 GB მობილური ინტერნეტი.


„ზაფხულის მიქსით“ სარგებლობის ვადა  7 დღეა და გააქტიურება შესაძლებელია როგორც MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით, ასევე კოდით: *110*5#  

 

ბილაინის საზაფხულო და სხვა შეთავაზებები ვრცლად წარმოდგენილია MyBeeline აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე www.beeline.ge