ბილაინის აპლიკაცია MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

თბილისი, 21 ნოემბერი, 2019 – ბილაინის (საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი) მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა. ჩამოტვირთვების რიცხვი სადღეისოდ 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო  აპლიკაციის რეიტინგი Google play -ზე 4.7 -ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდი უმეტესობა სწორედ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ სმარტფონს ფლობს. MyBeeline ასევე პოპულარულია iOS საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონის მფლობელებს შორის - აპლიკაციის რეიტინგი App Store- ზე 4.8 -ს შეადგენს.

 

MyBeeline აპლიკაცია წარმოადგენს ბილაინის ოფისს მომხმარებლის ტელეფონში და აბონენტს შესაძლებლობას აძლევს მარტივად  შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს  შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები.

 

MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/