ჩვენი ხედვა

 

 “ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომლის მიზანია  ქვეყანაში შექმნას  ის  პროდუქტები  და მომსახურები, რომლებიც  ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებენ და ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალურ­ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატება იზომება არა მხოლოდ კლიენტების ბაზის სიდიდითა და კომპანიის ღირებულებით მისი აქციონერებისთვის, არამედ, უმთავრესად, იმ ფასეულობებით, რომლებსაც კომპანია ქმნის მისი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისთვის, პარტნიორებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. ამიტომაც,  ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიზანია, ჩვენი მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისადმი სწრაფვა, პროგრესის ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის აქტუალური სოციალური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა და ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებაში წვლილის შეტანა. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია რესურსებისა და ძალისხმევის ინვესტირება საძირკველის შექმნაში მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენი ბიზნესის მართვა, სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება.

ანდჟეი მილინოვსკი

ბილაინის გენერალური დირექტორი