ტარიფზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა სატარიფო გეგმიდან. |
|
ტარიფში შემავალი წუთები ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან ზარის განხორციელებისას. |
|
წუთები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების ნომრებზე. |
|
ტარიფზე მოქმედებს ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. ამისათვის, ბალანსზე საკმარისი თანხა სისტემას საჭიროა დახვდეს 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა პაკეტის ჩართვა წინა თვეში. |
|
30-ე დღეს ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას, ტარიფის ავტომატურად გასააქტიურებლად. ამ პერიოდის მანძილზე ტარიფიცირება მოხდება სტანდარტული ფასის მიხედვით. |
|
ტარიფის ვადის გასვლამდე ერთეულების ამოწურვის შემთხვევაში, ტარიფიცირება გაგრძელდება სხვა ხმოვანი და ინტერნეტ ბალანსებიდან (მათი არსებობის შემთხვევაში) ან ნომრის ანგარიშზე არსებული თანხიდან, სტანდარტული ფასის მიხედვით. |
|
ტარიფის ვადის გასვლამდე, იგივე ან სხვა ტარიფის ჩართვის შემთხვევაში, უქმდება არსებული და ძალაში შედის ახალი. |
|
ტარიფის პარალელურად ხმოვანი, SMS ან ინტერნეტ პაკეტის აქტივაციის შემთხვევაში, ტარიფიცირება მოხდება იმ ბალანსიდან, რომელსაც უფრო ადრე ეწურება ვადა. |
|
ტარიფზე მოქმედებს წამობრივი დამრგვალება. |
|
მობილური ინტერნეტ მომსახურების ხარისხის პარამეტრი: დაყოვნება <150 მილიწამი. |
|